ჯოკერის წესები და ქულების დათვლა

მარტივი გზამკვლევი 4 მოთამაშისთვის: როგორ რიგდება კარტი, რა ქულა იწერება თითო შემთხვევაში, როგორ მუშაობს პრემია, მოშლა და ჯოკერი წყვილებში.

1. ძირითადი წესები

  • დასტა: 36 კარტი (6-იანებიდან ტუზებამდე). შავი ექვსიანები (6♠ და 6♣) არის ორი ჯოკერი.
  • მოთამაშეები: თამაშობს 4 კაცი საათის ისრის მიმართულებით. შეგიძლიათ ითამაშოთ ყველამ თავისთვის, ან წყვილებში (2v2), სადაც პარტნიორები ერთმანეთის პირისპირ სხედან.
  • ატუზვა: თამაშის დასაწყისში კარტს ატუზავთ და ვინც გახდება პირველი დამრიგებელი, მის მარცხნივ მჯდომი იწყებს თქმას.
  • ბოლო მთქმელის წესი: ოთხივე მოთამაშის ნათქვამი ერთად ზუსტად დარიგებული კარტების რაოდენობას არ უნდა ემთხვეოდეს. ბოლო მთქმელი (დამრიგებელი) ისეთ ციფრს ვერ იტყვის, რომ ჯამი დარიგებულ კარტს გაუტოლდეს.

2. თამაშის ორი ვარიანტი (4 პულკა)

  • კლასიკური (24 დარიგება): პირველი პულკა 1-დან 8 კარტამდე იზრდება, მეორე პულკა ოთხი ცხრიანია (9, 9, 9, 9), მესამე 8-დან 1 კარტამდე ჩამოდის, მეოთხე კი ისევ ოთხი ცხრიანია.
  • ცხრიანები (16 დარიგება): 4 პულკა და თითოეულში ოთხი 9-კარტიანი დარიგება.

3. როგორ ითვლება ქულები

ქულა იწერება იმის მიხედვით, წაიღო თუ არა მოთამაშემ თავისი ნათქვამი:

რა მოხდაროგორ ითვლებამაგალითი
პასი (თქვა 0, წაიღო 0)ყოველთვის 50 ქულათქვა პასი, წაიღო 0 = 50
თავისი წაიღოთითო წაღებულზე 50 + 50 ბონუსითქვა 1, წაიღო 1 = 100 · თქვა 3, წაიღო 3 = 200
სუფთა (ყველა კარტი წაიღო)2+ კარტში თუ ყველა თქვა და ყველა წაიღო, თითო კარტზე 100 ქულა4-კარტიანში თქვა 4 და წაიღო 4 = 400 · 9-იანში = 900
ვერ შეასრულამეტი წაიღო თუ ნაკლები (მინიმუმ 1), თითო წაღებულზე 10 ქულათქვა 2, წაიღო 3 = 30 · თქვა 3, წაიღო 1 = 10
ხიშტითუ 1 ან მეტი თქვა, მაგრამ 0 წაიღო, აკლდება -200 (შეცვლადია)თქვა 1+, წაიღო 0 = -200

4. პრემია და მოშლა

პრემია

თუ მოთამაშემ პულკის ყველა ხელში ზუსტად წაიღო თავისი ნათქვამი, პულკის ბოლოს ბონუსად ემატება ამავე პულკაში აღებული მისი ყველაზე მაღალი ქულა. მაგალითად, თუ პულკაში ჰქონდა 150, 200, 100 და 250, ყველაზე დიდი 250 კიდევ ერთხელ ემატება.

მოშლა (M)

  • მხოლოდ 1 პრემიაზე (ყველაზე გავრცელებული): თუ პულკაში პრემია აიღო მხოლოდ ერთმა კაცმა, დანარჩენ სამ მოთამაშეს ამ პულკის ყველაზე მაღალი დადებითი ქულა ეშლება (ხდება 0). თუ ორმა ან მეტმა აიღო პრემია, არავის არაფერი ეშლება.
  • ნებისმიერ პრემიაზე: თუ 1, 2 ან 3 მოთამაშემ აიღო პრემია, ყველა უპრემიო მოთამაშეს ეშლება თავისი საუკეთესო ხელი.
  • გამორთული: პრემია ჩვეულებრივ ემატება, მაგრამ სხვებს ქულა არ ეშლებათ.

5. ათეულებით ჩაწერა

თითოეულ დარიგებაში იწერება სრული ქულა (-200, 50,300), ხოლო პულკისა და თამაშის ჯამი იწერება ათეულებში, როგორც ფურცელზე ვწერთ ხოლმე: 50 არის 0.5,350 არის 3.5, ხოლო1000 არის 10.0.

6. ჯოკერი წყვილებში (2v2)

  • ადგილები: პარტნიორები ერთმანეთის პირისპირ სხდებიან. პირველი და მესამე მოთამაშე ერთი გუნდია, მეორე და მეოთხე კი მეორე.
  • თქმა და ქულები: ყველა კვლავ თავისთვის ამბობს და თავისი ხელის ქულას იღებს. გუნდის საერთო ქულა უბრალოდ ორი პარტნიორის ქულების ჯამია.
  • პრემია და მოშლა: პრემია კვლავ ინდივიდუალურია. თუ ჩართული გაქვს „პარტნიორის დაცვა", ერთმა პარტნიორმა თუ აიღო პრემია, მის პარტნიორს მოშლა აღარ ეხება.
ჯოკერის რვეული ყველაფერს თავად დათვლისშენ მხოლოდ ნათქვამი და წაღებული ჩაწერე.
თამაშის დაწყება →